კეტი პერის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, - ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ. საქმე ეხება Teenage Dream-ის სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოკლიპს, რომელშიც მომღერალს პარტნიორობას მოდელი ჯოშ კლოსი უწევს.
ამერიკული გამოცემა JUST JARED-ის ინფორმაციით, მოდელი პერის და მის გუნდს ინტიმური ადგილების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს.
მოდელი სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მომღერალთან და წერს, რომ პერიმ წვეულებაზე ასევე სცადა სხვებისთვის მისი ინტიმური ადგილების ჩვენება. ეს ყველაფერი მოდელისთვის სექსუალური შევიწროების ტოლფასია და მორალური ზიანისთვის მომღერლის წარმომადგენლისგან პასუხს ითხოვს.
ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კეტი პერის ოფიციალური კომენტარი უცნობია.