კრიშტიანუ რონალდუ მასსა და მესის შორის სხვაობაზე საუბრობს. „იუვენტუსის“ ფორვარდის თქმით, „ბარსელონას“ ლიდერისგან ის იმით განსხვავდება, რომ სხვადასხვა კლუბში აქვს ნათამაშები. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
„ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა კლუბთან ერთად მაქვს მოგებული. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ 6-ჯერ გავხდი. ბევრს არ შეუძლია იამაყოს ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგებით. რაც შეეხება ლეოს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდხანს გაიხსენებენ არამხოლოდ როგორც 5 „ოქროს ბურთის“მფლობელს, არამედ როგორც მაღალი კლასის პროფესიონალს“, - აცხადებს 34 წლის პორტუგალიელი.
31 ივლისს FIFA-მ The Best 2019-ის ნომინანტები დაასახელა. საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტულის მოპოვებას 10 ფეხბურთელი შეეცდება, მათ შორის კრიშტიანო რონალდუ (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) კილიან მბაპე (პსჟ) და ფრენკი დე იონგი (ბარსელონა).