ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა „მანჩესტერ სიტი“ არასრულწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გამორმებისას დაშვებული დარღვევების გამო დააჯარიმა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდს ტრანსფერების განხორციელების აკრძალვა ემუქრებოდა, მაგრამ ფიფამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ინგლისურმა კლუბმა საკუთარი ბრალი აღიარა. საბოლოო ჯამში, „მანჩესტერ სიტის“ 340 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
მიმდინარე წლის თებერვალში ფიფამ ლონდონის „ჩელსის“ მიერ არასრულწლოვანი ფეხბურთელების რეგისტრაციის წესების დარღვევის 29 შემთხვევა გამოავლინა. სანქციის სახით „ჩელსის“ ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აეკრძალა. გარდა ამისა, ლონდონურმა კლუბმა ჯარიმის სახით 550 ათასი ევრო გადაიხადა.