სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე ნოდარს ერთი მაღალი თანამდებობის პირი ეუბნება:
- ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის!
- კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ მამაცხონებულმა და რაც დარჩა, აგია! – აუხსნა ნოდარმა.
იმავე დღეს ერთმა სკულპტორმა სერგო ორჯონიკიძის ძეგლზე აზრი ჰკითხა ნოდარს.
- კაია, ძამა, მარა ნამეტანი ჰგავს იმას... – აღარ დაამთავრა აზრი ნოდარმა.
- ვის? – დაინტერესდა სკულპტორი.
- ე ბიჭო, იმას, იი რომ იყო...
- ვის? – კიდევ უფრო გაუცხოველდა ინტერესი მოქანდაკეს.
- ე ბიჭო, იმას, სერგოს...