გზაჯვარედინის მაგია - აი, რა უნდა იცოდე!

გზაჯვარედინის მაგია - აი, რა უნდა იცოდე!

ახალმთვარეობაზე და სავსემთვარეობის დროს გზაჯვარედინების მაგიის ძალა იზრდება.

გზაჯვარედინის მაგია ოდითგანვე ცნობილი იყო და არც დღეს აკლია გამოყენება თეთრ და შავ მაგიაში. უახლოესი გზაჯვარედინი თქვენს სახლთან საკმაოდ დიდი ენერგეტიკული ველის მატარებელია. ამიტომ მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ, არასდროს არ აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთები: ფული, ოქროს საყურე, ბეჭედი, ბოქლომი.

თუ მსგავსი ნივთი გზაჯვარედინზე ნახეთ, იცოდეთ, ის ვიღაცას შემთხვევით არ დავარდნია. ის სპეციალურად დააგდეს. განსაკუთრებით ერიდეთ ოქროს ნივთებს. ჰო, ადვილი არაა, ოქროს სამაჯური დაინახო და გასცდე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი, საშინელი მაგია, რომელიც კეთდება საოჯახო წყევლის, ჩაკეტილი ბედის მოსაშორებლად, ოქროს ნივთზე კეთდება და ერთი ადამიანის მოშორებული უარყოფითი ენერგია გადადის მპოვნელზე.

გზაჯვარედინები გამოიყენება შემდეგი რიტუალებისთვის:

სასიყვარულო, ფინანსური გაძლიერებისთვის, ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად, მტრის დასასჯელად, რამე ცუდის მოსაშორებლად და საკუთარი იღბლის გასაძლიერებლად.

ფილმებიდან და წიგნებიდან ბევრი გვსმენია იმის შესახებ, თუ როგორ იძახებენ შავ ძალებს გზაჯვარედინზე. ეს არ არის მოგონილი ვინმე ფანტასტი მწერლის ან რეჟისორის მიერ. ამ ყველაფერს სათავედ სიმართლე და ძველი, კარგად დავიწყებული რიტუალები უდევს, რომლებიც ჯერ კიდევ ახსოვთ და გადაეცემა თაობიდან თაობაზე ძველ, ძლიერ ჯადოქრებსა და მაგებს.

არსებობს Т-მოყვანილობის გზებიც, რომლებიც ბოლომდე არ არის გზაჯვარედინი და ქუჩის გზის ერთი კუთხე, ჩიხია. ასეთი ადგილები დიდად არ გამოიყენება მაგიისთვის და მისი დაიგნორება შეიძლება, თუმცა, თუ ხედავთ გზაჯვარედინს, სადაც გზა სამ მხარეს მიდის, ფრთხილად იყავით, იქ დიდი უარყოფითი ენერგიები ტრიალებს. ასეთ გზებს ჯადოქრობისთვის იყენებენ.

სტანდარტული გზაჯვარედინი, როდესაც ორი გზა ჯვარის ფორმით ერთმანეთს კვეთს.

გზაჯვარედინი სამი გზის, რომელსაც დიდი ძალა გააჩნია.

არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული "ეშმაკის გზაჯვარედინი“, - ეს არის საღი გრუნტის გზაჯვარედინი, დაახლოებით Ж - ასეთი ფორმის. ასეთ გზაჯვარედინებზე ატარებენ შავ რიტუალებს.

არსებობს ასევე 5 ან 7-გზიანი გზაჯვარედინი, რომელსაც ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ველი აქვს, მაგრამ მათი მოძებნა საკმაოდ რთულია.

არსებობს ძალიან ბევრი თქმულება გზაჯვარედინებზე, ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმეს, რათა არ გაგეპაროთ შეცდომები და დაცული იყოთ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არასდროს აიღო გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთი, ფული, რამეთუ ძალიან მალე შენს თავს უსიამოვნებების კასკადი დაატყდება. იქ ის შემთხვევით არავის დავარდნია. გზაჯვარედინზე ნაპოვნ ნივთს შეუძლია მოგიტანოს ავადმყოფობა, ფინანსური პრობლემები, სიღარიბე, დაშორება საყვარელ ადამიანთან და რაც უფრო ძვირფასია ნაპოვნი ნივთი, მით უფრო ძლიერ მიიზიდავთ ყველაფერ ცუდს, რომლისაგანაც გათავისუფლდა წინა პატრონი.

არ დაითვალოთ ფული გზაჯვარედინზე, ფულის ენერგიას არ უყვარს გზაჯვარედინები.

ნუ დაამთქნარებთ გზაჯვარედინებზე, ავადმყოფობა იცის.

სამ გზაჯვარედინს თუ გადაკვეთთ, ჩაიფიქრეთ სურვილი და ის აუცილებლად აგიხდებათ. მგონი, ეს ერთადერთი კარგია, რაც ახასიათებს გზაჯვარედინებს, მაგრამ სამივე გზაჯვარედინი უნდა იყოს ერთ გზაზე და ხშირად გიწევდეთ იქ სიარული, რამდენჯერაც გადაკვეთთ, იმდენჯერ გაიმეორეთ სურვილი და ხშირად ყოველდღიურად. ის აუცილებლად ახდება. გზაჯვარედინების ენერგეტიკა, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ ძლიერია.

არ გაიარო გზაჯვარედინის ცენტრში - ცხოვრება შეგეცვლება და ისიც ცუდისკენ.

გინდა გათავისუფლდე ავადმყოფობისაგან? მაშინ წადი გზაჯვარედინზე. დადექი ცენტრში. თუ ამას გააკეთებ რწმენით, აუცილებლად განიკურნები. ხმამაღლა დაიყვირე ავადმყოფობის სახელი.

ნუ გადააფურთხებ გზაჯვარედინებზე, ამბობენ, რომ ასე საკუთარ იღბალს აგდებ შენგან.

ეცადე, მოერიდო გზაჯვარედინებს, რამეთუ ესაა ადგილი, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სამყაროს ენერგიები.