აშშ-ის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონისთვის კალენდარი წარმოადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის პრესსამსახური ავრცელებს.
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 23 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.
პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი "ტორონტო რეპტორსი" "ნიუ ორლეან პელიკანს" შეხვდება, ხოლო ლოს-ანჯელესში "ლეიკერსი" "კლიპერსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" პირველ შეხვედრას 24 ოქტომბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე "დეტროიტთან" გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. 35 წლის ვეტერანი კალათბურთელის ბოლო კლუბი "დეტროიტი" იყო, რომელთანაც კონტრაქტი უკვე ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.