პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2019/20 წლების სეზონის ინგლისის პრემიერლიგის ფავორიტები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Evening Standart-ი წერს.
„ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოლებს - „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტის“ მეორე შემადგენლობა. როდესაც ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც „სიტის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ვიფიქრე, რომ ჩემპიონატის მოგება მათაც შეუძლიათ“, - განაცხადა მოურინიომ.
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს პრემიერლიგა სამჯერ აქვს მოგებული. ახლა ის ბრიტანულ ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს.
ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი 9 აგვისტოს დაიწყო.