ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ კლაინის სახელი კინოს მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი.
68 წლის კლაინს თავის დროზე შემდეგ სურათებში უთამაშია: „ფრანგული კოცნა“, შესასვლელი და გამოსასვლელი“ და „თევზი, სახელად ვანდა“.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კინომსახიობი ტელესერიალის გადაღებებში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ამ პროექტს საკაბელო ტელეარხი „HBO” განახორციელებს. კლაინი ექიმის როლს შეასრულებს.
ეს პიროვნება ციხეში 15 წელს გაატარებს. სატუსაღოდან გათავისუფლების შემდეგ ის ახალი ცხოვრების დაწყებას შეეცდება.
ჯერჯერობით უცნობია ამ სერიალის სავარაუდო დასახელება, სამსახიობო შემადგენლობა და გადაღებების დაწყების თარიღი.