ბელგიელმა შემტევმა, რომელუ ლუკაკუმ, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მილანის „ინტერში.“ 26 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „ინტერს“ 65 მილიონი ევრო დაუჯდა. ის „ნერაძურის“ ყველაზე ძვირიანი შენაძენია ისტორიაში.
„ინტერი“ ერთადერთი კლუბი იყო, სადაც გადასვლა მინდოდა, რადგან ის ყველასთვის არ არის. აქ იმიტომ მოვედი, რომ გუნდი მწვერვალზე დავაბრუნო“ - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
„ძალიან ბედნიერი ვარ „ინტერში“ ყოფნით. მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა „მაჩესტერის“ ყველა წარმომადგენელს, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, უბრალო თანამშრომლებით დამთავრებული. მადლობა და წარმატებები.“ - დაწერა ლუკაკუმ ინსტაგრამში.
„ინტერთან“ ბელგიელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანუ, 2014 წლის 30 ივნისამდე.