რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარულ 18 წლის კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერს ემუქრებიან.
ჯასტინი მოულოდნელად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უახლოეს მომავალში ჭაბუკს სამხრეთ ამერიკაში საგასტროლო ტურნე აქვს დაგეგმილი.
ბიბერმა რამდენიმე კონცერტი პერუშიც უნდა გამართოს, მაგრამ შეიძლება ამ ქვეყანაში ჩასვლას თავი საერთოდ აარიდოს.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა აღმოაჩინა რომ ინტერნეტში მისი მისამართით რამდენიმე ათასი მუქარა გავრცელდა. მესიჯები პერუდან არის გამოგზავნილი. მისი შემოქმედების უცნობი „თაყვანისმცემლები“ ჯასტინს სასტიკ ანგარიშსწორებას ჰპირდებიან, თუ ამ ქვეყანაში სცენაზე ასვლას გაბედავს.
ჯასტინ ბიბერი სერიოზულად დაშინდა. მისი ახლობლების მტკიცებით, პერუში გამგზავრებაზე ალბათ უარს განაცხადებს.