ნიკა ნინუა: ფეიენოორდი ძლიერი გუნდია, მაგრამ სუსტი წერტილებიც აქვს...

ნიკა ნინუა: ფეიენოორდი ძლიერი გუნდია, მაგრამ სუსტი წერტილებიც აქვს...

"დინამოს" ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ.

"რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქე გვყავს. "ფეიენოორდის" ძალა კარგად ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ უნაკლო გუნდი არ არის.

ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ სუსტი წერტილებიც აქვთ.

ვეცდებით, ეს სისუსტეები საჩვენოდ გამოვიყენოთ. დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება", - თქვა ნინუამ.