მოსკოვის “სპარტაკი” დაინტერესებულია ყაზანის „რუბინიდან“ იგორ კონოვალოვი გადმოიბიროს, მის სანაცვლოდ კი „რუბინში“ ჯანო ანანიძე და ლორენცო მელგარეხო გაუშვას.
რუსეთის ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს ცნობით, „სპარტაკის“ მესვეურები მზად არიან, კონოვალოვის სანაცვლოდ ანანიძესა და მელგარეხოს შეელიონ, სხვათაშორის მელგარეხოს გადაბირებით თავად ყაზანელებიც არიან დაინტერესებულნი და ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს კიდეც.
ვნახოთ, დაემატება თუ არა კიდევ ერთი ქართველი „რუბინის“ ქართულ დიასპორას. საქმე ისაა, რომ ყაზანელებს აფიქრებთ, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას, რამეთუ ჯანოც და მელგარეხოც „სპარტაკში“ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები არიან, ამას გარდა, კონოვალოვს სხვა რუსული კლუბებიდანაც აქვს შემოთავაზება.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.