ბელგრადის ცენტრში 2020 წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება. ინფორმაციას tennisworldes ავრცელებს. მუზეუმი სერბეთის დედაქალაქში მდებარე მთავარ საფეხმავლო, თავადი მიხეილის ქუჩაზე განთავსდება, რომელიც ქვეყნის განსაკუთრებული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, რადგან იქ არსებული ნაგებობების უმრავლესობა მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული.
როგორც ჩოგბურთელის მამა სდრან ჯოკოვიჩი აცხადებს, მისი შვილი უცხოელ ტურისტებში, განსაკუთრებით კი ჩინელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს და მუზეუმის გახსნა ამიტომაც გადაწყვიტეს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი მუზარადის ტურნირების 16-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს ჩამორჩება.