ახლა მაქვს კითხვა ჟურნალისტებთან: ასეთი წარსულის მქონე ადამიანებს, რატომ ართმევთ ინტერვიუებს?

ახლა მაქვს კითხვა ჟურნალისტებთან: ასეთი წარსულის მქონე ადამიანებს, რატომ ართმევთ ინტერვიუებს?

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ყოფილი მთავარსარდალი სააკაშვილი, რომელიც პროპელერის ხმაზე გაიქცა, ომზე საუბრობს. ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომლის დროსაც 1 დოლარი 1000 კუპონი იყო, ლარის გაუფასურებაზე საუბრობს.

ყოფილი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი, რომლის დროსაც ყოველი მეათე ქართველი პატიმარი იყო, ადამიანის უფლებებზე საუბრობს.

ყოფილი განათლების მინისტრი შაშკინი, რომლის დროსაც ყველაზე მეტი სკოლა გაიყიდა, განათლების რეფორმაზე საუბრობს.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ჭიაბერაშვილი, რომლის დროსაც პენსიონერებს კბილები დააძვრეს და დატოვეს გაღიმებულები, ჯანდაცვის რეფორმებზე საუბრობს.

ყოფილი მთავარი პროკურორი გვარამია, რომლის დროსაც ყველაზე მეტი ქონება ჩამოერთვათ მოქალაქეებს, საკუთრების ხელყოფაზე საუბრობს.

ახლა მაქვს კითხვა ჟურნალისტებთან:

ასეთი წარსულის მქონე ადამიანებს, რატომ ართმევთ ინტერვიუებს? არ გახსოვთ მათი მუშაობა და მათი ,,წარმატებები”? რატომ გვახსენებთ იმას, რისი დავიწყებაც გვინდა? რატომ ახდენთ პროვოცირებას იმისას, რომ მაგ ხალხს ქუჩაში გაუსწორდნენ? გააქრეთ მათთან ინტერვიუები, გააქრეთ, ჩვენც გვაქვს მოთმინების ფიალები, რომელიც მალე გადმოვა ავსებით”- წერს ირაკლი ლატარია.

amo დიდებულია!
5 წლის უკან
სერმინე ...იმიტომ იწვევენ, რომ თავადაც მათი მოაზროვნეები და , უკაცრავად, პრიმიტიულად მოაზროვნენი არიან, ხალხის ნერვების ასაშლელად და გულის გასახეთქად იწვევენ.
5 წლის უკან