ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მე სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით დავთანხმდი. ვიცოდი, რომ ომი თითქმის გარდაუვალი იყო და მინდოდა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ომის თავიდან აცილებაში, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. თქვენ თუ ნახავთ, ვის ვხვდებოდით, სად მივდიოდით, ვის ველაპარაკებოდით, ყველას ვეხვეწებოდით ერთ თემაზე, ომი რუსეთის ფედერაციასთან გარდაუვალია და მოგვეხმარეთ, რომ ომი თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ვაშაძემ.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, ოპონენტები ახსენებენ, რომ დასავლეთი სულ აფრთხილებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციასო.
"ადამიანი ფსიქიურად დაავადებული უნდა იყოს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რაღაცა ჩაიფიქროს და თან დასავლეთის იმედი ჰქონდეს ამ სიტუაციაში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.