რატომ ვერ იტანენ რუს ტურისტებს უცხოეთში

რატომ ვერ იტანენ რუს ტურისტებს უცხოეთში

„კაგდა ვაში პრედკი პა ლესამ ბრადილი, ნაში ევანგელიე პერევადილი!“- ეს ქართველი პუბლიცისტის, ცნობილი ორატორის, სოციალ-დემოკრატის, კარლო ჩხეიძის სიტყვებია, რომელიც რუსებისგან ოკუპირებულ საქართველოსთან ერთად რუსებისგან, ასევე, დაჩაგრული ხალხის-პოლონელებისა და ფინელების შელახულ უფლებებს იცავდა, რის გამოც რუსი რეაქციონერის - პურიშკევიჩის დამამცირებელი რეპლიკა იწვნია - „რა ენაზე ლაპარაკობს ეს კავკასიელი მაიმუნი?“ მართალია, განრისხებულმა ჩხეიძემ საკადრისი პასუხი გასცა პურიშკევიჩს, მაგრამ როგორ იქცევიან დღევანდელი ქართველები რუსებისგან ისევ ოკუპირებულ საქართველოში, სადაც 1921 წლის ოკუპაციიდან დღემდე უამრავი ქართველი პატრიოტის სიცოცხლე შეიწირეს რუსებმა და ბოლოს ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, კვარაცხელიას წამებით დააგვირგვინეს?!

საქართველოში არ ფიქრობენ ახალი ბაზრების ათვისებას და ისევ რუს ტურისტებს მისტირიან. განსაკუთრებით დამამცირებელია, ტურისტული კომპანიებისა და კაფეების მფლობელების მხრიდან ქუჩიდანვე დაწყებული ხვეწნა-მუდარა, რუსო ტურისტებო, გინდათ თუ არა, ჩვენთან შემობრძანდითო. ალბათ, ზოგიერთი იფიქრებს, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და ფულს წარმომავლობა არ გააჩნია, მაგრამ თვითონ რუსების თვალშია ქართველთა ასეთი საქციელი დამამცირებელი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა რუსები დასცინიან მასპინძლების უღირს საქციელს და, ალბათ, ფიქრობენ, რომ ქვეყნის ოკუპაცია და ქართველების წამებით დახოცვა ჩვენთვის არაფერია.

ცხადია, რუსებისთვის სამაგიეროს გადახდას არავინ ითხოვს, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა, რადგან ასეთი საქციელით რუსებს სინდისის ქენჯნას ვერ გავუღვიძებთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუს ტურისტებს ანტიპუტინური განწყობა ნაკლებად აქვთ. უფრო მეტიც, ბევრი რუსის თვალში „ნერუსკი“, ანუ არარუსი ასოცირდება მდაბიო, დაბალი რასის წარმომადგენელთან.

სხვათა შორის, ამას წინათ „გარდენიას“ მფლობელმა ზურაბ შევარდნაძემ აღნიშნა კიდეც, რომ თავის კაფეში, ცხადია, უმასპინძლებს რუს ტურისტებს, მაგრამ მათ ყოველთვის ეტყვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია. ასე რომ სხვებიც მოიქცნენ და განსაკუთრებულ კომფორტში არ ამყოფონ რუსები, მათ თავად გამოუმუშავდებათ აქამდე არარსებული განცდა, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნების ოკუპაცია.

რუსი ტურისტები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან მოდებულნი, თუმცა პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც რუსებს არცთუ ისე გულღიად ხვდებიან. უფრო მეტიც, რუსებს ბევრ ქვეყანაში ვერ იტანენ. ამ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი სხვადასხვაა, დაწყებული პოლიტიკურიდან, დამთავრებული თავად რუსი ტურისტების უკულტურო ქცევით. ამის შესახებ თავად რუსული მედია იტყობინება და იმ ქვეყნების ჩამონათვალს გვთავაზობს, სადაც რუსებს ვერ იტანენ - ბალტიისპირეთი, უკრაინა, საფრანგეთი, თურქეთი, ინდოეთი და სხვა.

ბალტიისპირეთის არც ერთ ქვეყანაში რუსები გულზე არ ეხატებათ, რაც პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს. სსრკ-ს მიერ მათი ქვეყნების დაპყრობის გამო ბალტიისპირელებისთვის რუსეთი დღემდე ოკუპანტად რჩება. ეს დამოკიდებულება თანაბრადაა გამჯდარი ძველგაზრდებშიც და ახალგაზრდებშიც. ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ ქუჩაში გამოხატავს რუსი ტურისტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. არსებობს ფარული მეთოდებიც - კაფე-რესტორნებში რუსებს ყველაზე ბოლოს ემსახურებიან და ხშირად რუსები ჩხუბის მიზეზნიც ხდებიან.

უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილი განსაკუთრებით გამძაფრდა ყირიმისა და დონბასის მოვლენების შემდეგ. დასავლეთ უკრაინაში ტურისტების რუსულად საუბარს უარყოფითად ხვდებიან, ბევრი დასახლებული პუნქტის გარეუბანში რუსები გვიან საღამოს გარეთაც ვერ გადიან. უკრაინელი გამყიდველები თავს აჩვენებენ, თითქოს ვერ იგებენ, რას ითხოვენ მათგან რუსულად მოსაუბრე ტურისტები და მათ უკრაინულად პასუხობენ. ლვოვში არსებობს ანტირუსული კაფე, სადაც რუსებს შესვლას არ ურჩევენ. „კრივკა“-ში შესვლისას სტუმარმა ხმამაღლა უნდა წარმოთქვას „სლავა უკრაინა“ და დაიფიცოს, რომ ის მოსკალი (რუსების დამამცირებელი მეტსახელი უკრაინაში) არ არის. კაფეს მენიუში არის ისეთი კერძი, როგორიცაა „შემწვარი მოსკალები“.

საფრანგეთი - საფრანგეთის პრესტიჟულ სამთო-სათხილამურო კურორტ კრუშეველს ძირითადად ახალი რუსები, ოლიგარქები და მათი ოჯახის წევრები ეტანებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქ დიდ ფულს ხარჯავენ, ადგილობრივები რუსებს ვერ იტანენ. უფრო მეტიც, რუსებთან მეზობლად ცხოვრება არც ადგილობრივებს და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ სურთ. ხშირად ფრანგები და ინგლისელები უარს ამბობენ კრუშეველში მოგზაურობაზე, თუ იქ რუსები იქნებიან. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი რუსების უკულტურო, საზიზღარი საქციელია, ისინი თავხედურად, ეპატაჟურად იქცევიან და ფიქრობენ, რომ კრუშეველი მათ საპატივსაცემოდ აშენდა.

თურქეთში რუსების მიმართ არაკეთილგანწყობას იმით ხსნიან, რომ რუსებს დაბალი კულტურა აქვთ. მათ მიმართ პრეტენზიების სია გრძელია: ალკოჰოლი, ჩხუბი, უკულტურო საქციელი, სტანდარტული ეტიკეტის არცოდნა. ამას ემატება რუსი გოგონების სექს-ტურიზმი, თურქი მამაკაცების „დაკერვა“ და მათგან ფულის გამოძალვა-ქურდობა. თურქები ამბობენ, რომ ვერ იტანენ რუსების „ღორობას“ საჭმლის მიმართ. ე.წ. შვედურ მაგიდაზე რუსები ჭამენ და სვამენ იმდენს, რამდენიც „ჩაეტევათ“. თურქული სასტუმროების მეპატრონეები ჩივიან, რომ რუსი ტურისტები, რომელთა საგზურშიც უფასო ალკოჰოლი შედის, უგონობამდე თვრებიან, სიგარეტს სასტუმრის იატაკზე აქრობენ, ნაგავს სანაპიროს ქვიშაზე ტოვებენ, მათ მიერ სასტუმროში მოხმარებული პირსახოცები და თეთრეული არ ირეცხება და გადასაყრელი ხდება, უნიტაზი იჭედება. ამასთან, რუსები ცდილობენ, კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ საკუთარ ენაზე ისაუბრონ, ხოლო, თუ მიმტანს რუსული არ ესმის, ისინი არაადეკვატურ აგრესიას გამოხატავენ.

ინდოეთი - ინდოელები აცხადებენ, რომ ისეთი პრობლემები, როგორიც მათ რუსი ტურისტებისგან ექმნებათ, არც ერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან არ აქვთ და ასე 1970-იანი წლების ჰიპებიც არ იქცეოდნენ. ადგილობრივი სასტუმროების მფლობელებს აღარ სურთ რუსები იხილონ მათ ობიექტებში. რუსების ვიზიტის შემდეგ სხვა ქვეყნის ტურისტებსაც აღარ სურთ იმავე სასტუმროში ცხოვრება. ინდოეთის კურორტ გოაზე აცხადებენ, რომ მათთან ხშირია რუსების მხრიდან გაქურდვის ფაქტები, აკრძალული ნივთებით ვაჭრობა, სხვა სახის კრიმინალი. მართალია, რუსების მომრავლებამ თავიდან ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა, მაგრამ მათმა ქცევამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საბჭოთა პროპაგანდისტული უწყება რუსი ტურისტებისგან მოითხოვდა საბჭოთა ტურისტს უცხოეთში თავისი მორალური სახე არ დაეკარგა და არ შეერცხვინა საბჭოთა მოქალაქის იმიჯი.

დავით ზარდიაშვილის განმარტებით, „ბრილიანტოვაია რუკაში“ კარგად არის ეს აზრი გადმოცემული: „რუსო ტურისტო ობლიკო მორალეს!“ რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, მისი პოლიტიკა საქართველოს საწინააღმდეგო და მტრულია, მაგრამ ეს რომ გადავიტანოთ რუსების მტრობაში, წარმოუდგენელია. ყველა ხალხს აქვს თავისი ცუდი და კარგი თვისებები, მთლიან მასაში ცოტა რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რუსებს ჰყავდათ უდიდესი კულტურის ადამიანები. რაც შეეხება ბალტიისპირელებს, პოლონელებს და სხვა ხალხს, ცხადია, ისინი ვერ აიტანენ რუსებს, რადგან ყველა ერს აქვს თავისი ტრავმები.

„თუნდაც გერმანელებისთვის მეორე მსოფლიო ომს უკვალოდ არ ჩაუვლია. მათ ახსოვთ, როგორ შევიდნენ რუსები ბერლინში და, ცხადია, გერმანელებს არ უყვართ რუსები. არც პოლონელებს უყვართ ისინი სწორედ იმის გამო, რაც რუსებმა პოლონეთს გაუკეთეს, თუნდაც კატინის გამო, ბოლო პრეზიდენტის მოკვლის გამო. ბალტიისპირელებსაც რანაირად ექნებათ კარგი დამოკიდებულება რუსების მიმართ, როცა ისინიც მათგან ოკუპირებულნი იყვნენ. ვერც ქართველები ვიქნებით კარგად რუსებთან, რადგან დღემდე რუსებისგან ოკუპირებულები ვართ. ასეთი უარყოფითი რეაქციები ბუნებრივია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ფობიები მოვიშოროთ. თუმცა ფაქტია, რუსებს აქვთ „დერჟიმორდობა“. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც სულგრძელობა უნდა გვეყოს, ქართველს მტრული დამოკიდებულება არც ერთი ერის მიმართ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ გვეომებოდნენ. თუკი ქართველი ომობდა, მაშინაც კი სიყვარულისთვის ომობდა, სიკეთის დასაცავად ომობდა. ყველა ომი ამიტომაც მოგვიგია. იმიტომ კი არ ვიბრძოდით, რომ ვიღაცას ვერ ვიტანდით და უნდა მოგვესპო ის ვიღაც, არამედ სიკეთის დაცვამ მოგვაგებინა დიდგორიც და ყველა ომიც. ეს შესანიშნავადაა გადმოცემული „დათა თუთაშხიაში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

 

 

სოციალისტი თანდართულ სურათზე გამოხატული ადამიანები რუსები არ არიან!!
5 წლის უკან
DDDzia ეეხ ავტორო, ისევ ცრუპენტელებისგან იღებთ ინტერვიუებს?
არც ერთი ინტერვიუერი არ არის მართალი.
"კაგდა ვაში პრედკი პა ლესამ ბრადილი, ნაში ევანგელიე პერევადილი!“ - ეს შეიძლება ყველა ევროპელს უთხრა. გერმანელებს, ბრიტანელებს, ფრანგებს, ესპანელებს და ა.შ. ეს ყველა ახალი ერია, დაახლოებით იგივე ასაკის, როგორიც სლავები არიან.
"დაჩაგრული ხალხის-პოლონელებისა და ფინელების შელახულ უფლებებს იცავდა" - პოლონელები იყვნენ დაჩაგრულები? სამჯერ აუვარდნენ რუსრბს ტაქტზე ცრუ დიმიტრების სახით სანამ უკრაინაში არ გაასწორეს რუსებმა მიწასთან. რა უნდოდათ პოლონელებს უკრაინაში და ბელორუსიაში?
ფინეთი საერთოც ცალკე თემაა - ფინეთი შვედეთის შემადგენლობაში იყო, სადაც სასტიკად იკრძალებოდა ფინურ ენაზე საუბარიც კი, არა თუ ფინური სახელმწიფოზე საუბარი. ფინეთი ცალკე სახელმწიფო-სამთავროდ რუსეთის შემადგენლობაში მოხვდა პოლტავასთან (!?!?!?!?!?) შვედების დამარცხების შემდეგ. რუსი მეფის, ალექსანდრე პირველის ძეგლი დღესაც დგას ჰელსინკში მადლიერად იმისა, რომ ამ რუსმე მეფემ და მთლიანად რუსეთის იმპერიამ მათ დამოუკიდებლობა და ეროვნულობა მოუტანა.
ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, კვარაცხელია რუსებს არ დაუხოცავთ. ისინი აფხაზებმა და ოსებმა დახოცეს. რუსებს თავისი ცოდვები ეყოფათ, არაა საჭირო ზედმეტი ტყუილი ცოდვების მათთვის აკიდება.
"სსრკ-ს მიერ მათი ქვეყნების დაპყრობის გამო ბალტიისპირელებისთვის რუსეთი დღემდე ოკუპანტად რჩება" - ბალტისპირეთი სსრკ-ს არ დაუპყრია. ბალტისპირეთი რუსეთის იმპარიის ნაწილი იყო. უფრო მეტიც - ლატვიელები რევოლუციის გვარდია იყო და ძირითადად "პალაჩები" ეგენი იყვნენ. კრონშტადტის აჯანყება "ლატიშსკიე სტრელკებმა" ჩაახშეს, რის შემდეგაც რამოდენიმე ათასი მატროსი დახვრიტეს. და კიდევ სხვა უბედურებები. ლიტვა საერთოდ ცალკე სახელმწოფოდ არც ყოფილა არასდროს. მათი დედაქალაქი ვილნიუსი, პოლონური ვილნა იყო. სსრკ-მ მისცა მათ სახელმწიფოებრიობა. მათი დიდი მთავარი და ეროვნული გმირის გედემინესის ძეგლზე ბელორუსულად (!!!!) იყო გაკეთებული წარწერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს სლავური ალფავიტის და სლავური წარწერის გამო. ლიტველები სლავები არიან.
ბალტისპირეთში რუსული ენის სწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდებში. რუსებს იქით მაგათ გზა არ აქვთ. ევროპამ გაუნადგურა წარმოპება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. კიტვა, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტიორი იყო, ახლა იმპორტიორია, ლატვიან, რომელიც სსრკ-ს დროს ელექტრონიკის და მძიმე მრეწველობის რესპუბლიკა იყო, ახლა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. იგივეა ესტონეთშ.
ყირიმი უკრაინული 1956-ში გახდა. დონბასი ყკრაინის საბჭოთა სოცი=იალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებისას. სხვათა შორის, მე-16 საუკუნის პირველ უკრაინულ კონსტიტუციაში ეს ქვეყანა მალოროსიადაა მოხსენებული.
გერმანელები? გერმანელები რა სახსენებლები იყვნენ საერთოდ? ვის-ვის და გერმანელებს არავითარი პრეტენზია არ უნდა ქონდეთ რუსეთთან. 17 მილიონი დაიღუპა სსრკ-ს მხრიდან. მათ შირის მხოლოდ 9 მილიონი იყო სამხედრო დანაკარგი. დანარჩენი გერმანელების მიერ გაჟლეტილი სამოქალაქო მოსახლეობა იყო. ბელორუსიაში მთელი მოსახლეობის მესამედი დაიღუპა და ამაში ხელი უკრაინელებსაც ურევიათ. უკრაინელები იყვნენ ძირითადად კარატელები, პოლიცაები, ჯალათები. მათ დაწვეს მთელი სოფელი ხატინი ბელორიუსიაში, 500 კაცმე მეტი თავლეში შერეკეს და ცეცხლი წაუკიდეს.
დანარჩენები - ინდოელები, თურქები საერთოდ სახსენებლებიც არ იყვნენ. რუსებმა გაათავისუფლეს თურქებისგან ბალკანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და დამოუკიდებლობა დაუბრუნეს.
რუსები რანიც არიან, ჩვენც კარგად ვიცით.
ამაზე ლენინიც წერდა - "При таких условиях очень естественно, что «свобода выхода из союза», которой мы оправдываем себя, окажется пустою бумажкой, неспособной защитить российских инородцев от нашествия того истинно русского человека, великоросса-шовиниста, в сущности, подлеца и насильника, каким является типичный русский бюрократ. Нет сомнения, что ничтожный процент советских и советизированных рабочих будет тонуть в этом море шовинистической великорусской швали, как муха в молоке"
ბმული
5 წლის უკან
სოციალისტი ბმული
5 წლის უკან