გამოცემა „Rolling Stone”-ს მტკიცებით, ჯგუფი „Led Zeppelin”-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს.
რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი გამოცემის ჟურნალისტს ესაუბრა და მომავლის გეგმები გააცნო.
68 წლის პეიჯის ინფორმაციით, მისი ახალი ალბომი წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებული იქნება.
„ჩემი ახალი ნამუშევარი განსაკუთრებული იქნება. მომავალი ალბომის შესახებ საუბრისგან ამჟამად თავს შევიკავებ. მხოლოდ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. ჩემს კოლეგა რობერტ პლანტს რამდენჯერმე დავუკავშირდი და დისკზე მუშაობის პროცესში დახმარებაზე დამთანხმდა.“ - განაცხადა ჯიმი პეიჯმა.
საინტერესოა, რომ პეიჯს პლანტთან ერთად ერთი ალბომი ჩაწერილი უკვე აქვს. 1998 წელს კოლეგებმა ერთობლივი დისკი „Walking Into Clarksdale” გამოუშვეს.
ცნობილი გახდა რომ ჯიმი პეიჯის ახალი ალბომი დღის სინათლეს 2013 წლის დასასრულს იხილავს.