შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით.

 

მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი – შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.

 

მასალა:

 

კალმახი – 1 კგ.

კარაქი – 100 გრ.

კვერცხი – 2 ც.

ლიმონი – 1ც.

ბროწეულის წვენი – 1 ჩ.ჭ.

ქინძი, მარილი – გემოვნებით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ქინძმარაული