ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ცნობილი ქართველი რეჟისორის – მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორის ახალ კინო–ნამუშევარს "სახლი სიხარულისა" ჰქვია და უმეტესად მე–19 საუკუნის თბილისურ ესთეტიკას ასახავს..
ამას გარდა,, ფილმი მე–19 საუკუნის საქართველოსა და ქართული კინოს ისტორიას დოკუმენტურად ასახავს და შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის ერთგვარი შეჯამებაცაა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფილმზე რეჟისორი სამი წელია რაც მუშაიობს და ეს ფილმი "ქეთო და კოტეს" გადაღებების ისტორიასა ეძღვნება. ფილმის სცენარის ავტორია, მწერალი აკა მორჩილაძე, რომლის მიერ დაწერილი სცენარების მიხედვით, ქართველი რეჟისორები სულ უფრო ხშირად იღებენ ფილმებს..