პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. რეგლამენტის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე სხდომაზე 20-ც წუთიანი მოხსენებით გამოვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. 15-ვე საპარლამენტო კომიტეტმა და ყველა საპარლამენტო ფრაქციამ მინისტრობის კანდიდატებს უკვე მოუსმინა. მოსმენებთან დაკავშირებით ფრაქციებისა და კომიტეტების შესაბამისი დასკვნები პარლამენტის ბიუროსაც წარედგინა. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატების სრული შემადგენლობა 16 ოქტომბერს დაასახელა. მაშ ასე - საგარეო საქმეთა მინიტსრის პოსტზე წარდგენილია - მაია ფანჯიკიძე; იუსტიციის სამინისტროს თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს; ეკონომიკური გუნდი - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - დავით ნარმანია, ფინანსთა სამინისტროს კი ნოდარ ხადური ჩაიბარებს; ძალოვანი მინისტრობის კანდიდატურები - შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია - ამავე დროს ის იქნება ვიცე-პრემიერიც; და კიდევ ერთი ვიცე პრემიერი - კახი კალაძე, რომლეიც ენერგეტიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს კი სოზარ სუბარი. განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო - ხათუნა გოგოლაძე; ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგენკო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით კირვალიძე ჩაიბარებს; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კი დავით დარახველიძე უხელმძღვანელებს; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია.