გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ(VIDEO)

გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ(VIDEO)

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. ბავშვის ბებიის და დეიდის განცხადებით, დღემდე არ დაუკითხავთ მათ მიერ დასახელებული პირები. ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ პოლიციამ სახლში ჩხრეკა იმ დროს ჩაატარა, როდესაც ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი ასევე იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ სახლის კარი შიდა მხრიდან ჩაუკეტეს. ამ ქმედების მიზნად იგი ოჯახის დაშინებას ასახელებს. პოლიციას კი დალი მექერიშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები ჩვენების შეცვლას ითხოვდნენ. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.