მძღოლების აქცია ფოთში(VIDEO)

მძღოლების აქცია ფოთში(VIDEO)

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს სატრანზიტო ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა ფოთში. როგორც ისინი აცხადებენ, რკინიგზის მხრიდან ტვირთების ფაქტობრივი მონოპოლიზირების შედეგად სამუშაოს კარგავენ. ეს პროცესი კი, მათივე განცხადებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს რკინიგზა საპარატნიორო ფონდს გადაეცა, რომელსაც ექს-პრემიერი ნიკა გილაური ხელმღვანელობს. მძღოლების განცხადებითვე, ტვირთების შემცირების გამო გადასახადებისა და სატვირთო მანქანების შეძენისთვის აღებულ კრედიტებს ვეღარ იხდიან. რის გამოც, ათეულობით მათგანის უძრავი ქონება, ბანკებმა აუქციონზე უკვე გაყიდა.