ფოთში პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გამაფრთხილებელ აქციას მართავს. აქციას ორგანიზებას პროფესიული კავშირების გაერთიანება უწევს, რომელიც სამი დღის წინ თავად ნავსადგურის მუშა-მოსამსახურეებით დაკომპლექტდა. გაფიცულთა, მოთხოვნები უცვლელია-სამუშაო პირობების გაუმჯობესება, გაწეული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის შესრულების წერილობითი პირობა, პორტის გენერალურ დირექტორთან, ჯოზეფ ქროულთან, შეხვედრის შემდეგ გაფიცულებმა წერილობით მიიღეს. გაფიცულთა უმრავლესობა, სარეზერვო ბრიგადებშია დასაქმებული და მათთან ამ დრომდე არ მომხდარა შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.