"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები კი ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრამდე აღარ გაიფიცებიან. ეკონომიკის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რკინიგზელებს გაფიცვების შეჩერების თხოვნით გუშინ მიმართა.
მანამდე კი "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. რკინიგზელები ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, პროფკავშირული აქტიურობის გამო დასჯილი თანამშრომლების უფლებების აღდგენას, ასევე ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და საპრემიო სისტემების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევას ითხოვენ.