ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა კრემლში. რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა პარტნიორულ ურთიერთობებს გააღრმავებენ. განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედროს შემდეგ გააკეთა. როგორც პუტინმა თიბილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულება განიხილეს და რუსეთი სამხრეთ ოსეთს კვლავაც აღმოუჩენს დახმარებას. თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტი დე ფაქტო რესპუბლიკაში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შეუდარებელი მოვლენა იქნება.