დღეს გამოცემამ „Blabbermouth” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ჯგუფი „Deep Purple”-ს წევრები ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობას შეუდგნენ.
ჯგუფის ბას - გიტარისტი როჯერ გლოვერის მტკიცებით, მუსიკოსებმა 14 ახალი კომპოზიცია უკვე მოამზადეს. ისინი მუშაობას მომავალი წლის თებერვლამდე გააგრძელებენ. ახალ ნამუშევარში 12 სიმღერა განთავსდება.
ალბომის პროდიუსერი ბობ ეზრინი გახლავთ. ეს პიროვნება თავის დროზე ელის კუპერთან, აგრეთვე ჯგუფებთან „Kiss” და „Pink Floyd” თანამშრომლობდა.
ამჟამად როჯერ გლოვერი და მისი კოლეგები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებიან.
ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლები ახალ დისკს მომავალი წლის მარტში მიიღებენ.