რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ „Q” ქალაქ ლონდონში სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. ცოტა ხნის წინ ჟურნალმა რამდენიმე მუსიკალური ჯილდო დააწესა და მისი ლაუერატები გამოავლინა.
„თანამედროვეობის საუკეთესო ჯგუფის“ წოდება ბრიტანულ ტრიოს „Muse” ერგო.
„საუკეთესო ახლადშექმნილი ჯგუფის“ წოდება „Django Django”-მ დაიმსახურა.
მიმდინარე წლის „საუკეთესო მუსიკალურ ალბომად“, მომღერალი ბობი უომაკის ნამუშევარი „The Bravest Man In The Universe” დასახელდა.
„წლის საუკეთესო საკონცერტო გამოსვლისთვის“ დაწესებული პრიზი ჯგუფს „Blur” ერგო. მუსიკოსებმა ეს ღონისძიება მიმდინარე წლის აგვისტოში ჰაიდ - პარკში გამართეს.