ქიბარ ხალვაში:  არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული

ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2" -ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და  დაადასტურა, რომ  2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ  გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დროებითი ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება.

ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული.  არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში.  ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და  პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით.  მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ.

 

 

 

 

 

 

 

თამაზი გილოცავ!!
5 წლის უკან
სოციალისტი ყველას გილოცავთ, საქართველოს მოქალაქეებსაც და მთელს მსოფლიოს! ამ არხმა გამოათაყვანა მთელი საქართველო!
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
მეც გილოცავთ ყველა ნორმალურ ადამიანს, რომ სტრასბურგმა, როგორც იქნა, მიიღო ნორმალური გადაწყვეტილება!..
მაგრამ რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის დარად, მარტივად რომ არ აღსრულდება ეს გადაწყვეტილება, აშკარაა!

მიხეილ სააკაშვილი --
"რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“ და ახლა მიაქვს - მე არ ვაპირებ შეგუებას, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას...
...მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ (ე.ი. სტრასურგის სასამართლომ! -- უცხო), არ უნდა გაიმარჯვოს! ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას!"

ნიკა გვარამია:
" კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ!"

...მე ქიბარ ხალვაში ვერ გადამაყენებს, მე მხოლოდ მაშინ გადავდგები, თუ ჩემი ჟურნალისტები გამიშვებენო! (ანუ: სტრასბურგის სასამართლო მაგრად მკიდია, - მხოლოდ მაშინ წავალ, თუ თამარ ბაღაშვილი გამიშვებსო!).
*
არასწორად მიმაჩნია ქიბარ ხალვაშის განცხადება -- არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შევეხებიო!..
ამ განცხადებას ყოველთვის აუფრიალებენ ცხვირწინ, როგორც კი ნაცების სიცრუის მანქანას რაიმე დაბრკოლება შეექმნება სიცრუის ტირაჟირებაში!
5 წლის უკან
უ ც ხ ო : ხომ წარმოგიდგენიათ, სტრასბურგი პირიქით რომ მოქცეულიყო - ნაცების სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება და მერე ხალვაშს განეცხადებინა, სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები და ძალით უნდა ავიღო "რუსთავი 2"-ო! -- ხომ შესძრავდნენ მთელ მსოფლიოს, - ნახეთ, ნახეთ, სტრასბურგის სასამართლო ფეხებზე ჰკიდიათო!..
ახლა კიდევ, დამდგარა ეს კარიკატურული ნიკა გვარამია და ჯაყოსავით იქადნება: -- აბა, მოხიდოდე, ვინც ვაჟკაცი ვიქნებოდის!.. დედას გიტირებს ჯაყოი, დედასა!.. აბა მოხიდოდე!!! სტრასბურგი-მასბურგი არ ვიცის ჯაყომა!.. აააბა, მოხიდოდეეე!.. :))
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com არ ყოფილა ქვეყანა ბოლომდე ჩალით დახურული!!!
5 წლის უკან
არაგველი641 გრძელდება ნაცბოზბანდის ჩარეცხვა! ყველას გილოცავთ!
5 წლის უკან
tngh და ის მდაბიო "იუმორი" ისევ უნდა დარჩეს...
5 წლის უკან
tngh და ის მდაბიო "იუმორი" ისევ უნდა დარჩეს...
5 წლის უკან
tngh და ის მდაბიო "იუმორი" ისევ უნდა დარჩეს...
5 წლის უკან