„პოლიციელები არ უნდა გადიოდნენ მიტინგის დასაშლელად, როგორც ბრძოლის ველზე“

„პოლიციელები არ უნდა გადიოდნენ მიტინგის დასაშლელად, როგორც ბრძოლის ველზე“

20 ივნისის ღამის შემდეგ ცალკეული ადამიანები პოლიციის რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მათი აზრით, პოლიციის რეფორმა საჭიროა, რათა პოლიციელები თუ სპეცრაზმელები ასე დამიზნებით არ ესროდნენ საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ზნეობრივი გახდეს მათი ქმედება და ეს არ ჰგავდეს ზონდერების ნამოქმედარს.

პოლიციის რეფორმაზე ფიქრი, ალბათ, საჭირო იყო ჯერ კიდევ 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ დაგვეწყო, რათა პოლიციელებს გაეთავისებინათ, რომ მათ აქვთ თმენის ვალდებულება და, თუ ძალის გამოყენების გარდაუვალი აუცილებელობაა, თავში და უშუალოდ თვალებში მაინც არ დაემიზნებინათ მომიტინგეებისთვის.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიციის რეფორმის ჩატარება აუცილებელია. ის აცხადებს, რომ, საერთოდ, პროფესიონალიზმის კუთხით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მხრივ ჩვენს პოლიციას გამოცდილება არ აქვს. ჩვენთან ან საერთოდ მიუშვებენ პოლიციელებს თავიანთ ნებაზე და ქაოსია, ან არის 7 ნოემბერი, 26 მაისი და 20 ივნისი. რასაკვირველია, ევროპაშიც ძალის გამოყენებით შლიან მომიტინგებს, მაგრამ საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების დროს ვინმე მოკვდა, ან დასახიჩრდა?!

„ევროპელმა სამართადამცავებმა ვინმეს თვალი რომ დათხარონ, მეორე დღესვე მთელი მთავრობა გადადგება. ხანდახან ამერიკაში ხდება ხოლმე ძალის გადაჭარბება, როდესაც შავკანიანებს შემოაკვდებათ შავკანიანი და მერე ამაზე ლამის რევოლუცია იწყება, არის გამოსვლები და პოლიტიკურ კრიზისამდე მიდის სიტუაცია. საქართველოში კი დილეტანტიზმია და რატომღაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია მტერია. გავიხსენოთ, მიშას დროს როგორ ეპყრობოდნენ ოპოზიციას, როგორც მტერს, ახლა როგორ ეპყრობიან. პოლიციის რეფორმა აუცილებელია, ასევე, აუცილებელია პოლიციელთა პროფესიონალიზმი, რომ მიტინგები არ გადაიზარდოს ქაოსში და მომიტინგეები ბრბოდ არ იქცნენ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცივილიზებული მეთოდებით უნდა მოხდეს და პოლიციელები არ უნდა გადიოდნენ მიტინგის დასაშლელად, როგორც ბრძოლის ველზე. ჯერ გამოვლენ ოპოზიციის დასაშლელად, შემდეგ გაისვრიან, მერე დაიმალებიან, კედელს მიეფარებიან, ისევ გამოვლენ, ისევ ისვრიან და ყველას რატომღაც თავში ხვდება ტყვია“,-აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, პოლიციელთა უმრავლესობას, თუ სპეცრაზმს ჰგონია, რომ ესვრის მტერს, რადგან მათ თავიანთი უფროსებისგან ესმით, რომ ესენი არიან ნარკომანები, უსაქმურები, ვიღაცისგან მართულები, რომ ამათ ფული მისცა ოპოზიციამ და უნდათ სახელმწიფოს გადატრიალება, თითქოს ამ გოგო-ბიჭებს უნდათ მოვიდნენ და ყველანი გახდნენ პარლამენტის წევრები. სოსო ცინცაძის აზრით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც არაფერი შეიცვლება და პოლიციელები ყოველთვის ძალას გადააჭარბებენ, რადგან აქ არის სრული კოქტეილი დილეტანტიზმის, დემაგოგიის, მტრული პროპაგანდის.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიციის რეფორმა აქტუალურია. რასაკვირველია, რეზინის ტყვიების, მით უმეტეს, ნახევრად ლეტალური, რაკეტისმაგვარი ტყვიების რეგლამენტირება უფრო მკაცრი უნდა იყოს, რის შესახებაც გახარიამაც აღნიშნა კიდეც, რომ ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი.

„რამდენად შესაძლებელია, ჩვენმა პოლიციამ ამ ტყვიების გარეშეც თავისი ფუნქციები ეფექტურად შეასრულოს. ძალიან მძიმეა ამაზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ, რაც ჩვენ ვნახეთ, ანუ პარლამენტში შევარდნის მცდელობა, ეს ტყვიები რომ არ გამოეყენებინათ, დიდი რისკი იყო, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. თუმცა თავში დამიზნება არაფრით შეიძლება. მტკიცებულებითი ფორმით ვერ ვიტყვი, რომ გინდა თუ არა პოლიციელს სურდა, ვინმესთვის თვალი ამოეთხარა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ასეთი იარაღი უნდა გამოიყენონ უკიდურესი აუცილებლობისას. ჩვენ გვინახავს საერთაშორისო პრაქტიკა, როცა პარლამენტში შეჭრაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, არათუ რეზინის ტყვიებს, პირდაპირ ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისი თქმით, რაღაც მომენტში კონტროლს გარეთ გავიდა მომიტინგეთა მოქმედება, რეალურად, მათ ქალაქის დარბევა დაიწყეს. ასეთ დროს პოლიცია ვალდებული იყო, ძალა გამოეყენებინა, მაგრამ მინიმალურად, რომ არავინ დაზარალებულიყო.

„პოლიტიკურად მე გახარიას ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და ჩვენ ვნახავთ, თითოეულ ასეთ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, შესაბამისი რეაგირება იქნება“.

 

კ ა ხ ე ლ ი სოსო ცინცაძეს ვურჩევ ინფორმაციას გაეცნოს ხოლმე, თუკი იმდენად არ დაბერდა, რომ მარტო ლაპარაკიღა შეუძლია: 'ვითელი ჟლეტების" და პოლიციის დაპირისიპირებებისას საერთო ჯამში სამი ათასამდე ადამიანია დაშავებული, მათ შორის 50-მდეა ვინც სწორედ მსხვილკალიბრიანი რეზინის ტყვიებით მხედველობის დაზიანება მიიღო, ხოლო 10 - საერთოდაც დაღუპულია.ხედველობა დაკარგა. აბა! აი, ეს მაინც წაეკითხა : ბმული
5 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი სოსო ცინცაძეს ვურჩევ ინფორმაციას გაეცნოს ხოლმე, თუკი იმდენად არ დაბერდა, რომ მარტო ლაპარაკიღა შეუძლია: 'ვითელი ჟლეტების" და პოლიციის დაპირისიპირებებისას საერთო ჯამში სამი ათასამდე ადამიანია დაშავებული, მათ შორის 50-მდეა ვინც სწორედ მსხვილკალიბრიანი რეზინის ტყვიებით მხედველობის დაზიანება მიიღო, ხოლო 10 - საერთოდაც დაღუპულია.ხედველობა დაკარგა. აბა! აი, ეს მაინც წაეკითხა : ბმული
5 წლის უკან
Maverick ბოიში მომითხოვია!
საერთოდ ხომ არ გავაუქმოთ სამართალდამცავი ორგანოები, ხომ არ მივაყოლოთ პარლამენტი, რომ მომავალში აღშფოთერბოლმა შტუტმავიკნა საკალელმა "ახალგაზრდობამ" შესავარდნი და გადასატრიალებელი სხვა რამე მოძებნონ; მთავრობა არდადეგებზე ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გავუშვათ; ხელისუფლება (ან სხვა რამე) ხელში ავაღებინოთ ასოებს, ლგბტეებს, სოდო-მაზოხისტებს, რუსთავი2-ს გვარამიათი ნა ვერტელე, ანდა ბოლოს და ბოლოს იმ ბუნჩულა ბაღანას, მიხუია უკრაინსკის; დავუფასოთ ამდენ წლის ჩალიჩი და დავაჯინოთ პრეზიდენტის სკამეიკაზე, თუმც მაგი სკამეიკა ამდენ გაწევა-გამოწევაში ისე მოირყა და დაიშალა ცალი ფეხიღაა დარჩენილი... თუმცა, მიხუიასაც ცოდნია მაი სკამეიკის ამბავი და უთქვამს, არა უშავს გვარამიაა ნავარჯიშევი, იგი დაჯდება წაკუზული, მე კი გვარამიაზე დავჯდები, მტკივნეული რომ არ იყოსო!... აბააააააააააააააააააააააააააააა
5 წლის უკან
Maverick ბოიში მომითხოვია! (შეცდომების გასწორება)
საერთოდ ხომ არ გავაუქმოთ სამართალდამცავი ორგანოები, ხომ არ მივაყოლოთ პარლამენტიც, რომ მომავალში აღშფოთებულმა შტურმავიკმა საკალელმა "ახალგაზრდობამ" შესავარდნი და გადასატრიალებელი სხვა რამე მოძებნონ; მთავრობა არდადეგებზე ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გავუშვათ; ხელისუფლება (ან სხვა რამე) ხელში ავაღებინოთ ასოებს, ლგბტეებს, სოდო-მაზოხისტებს, რუსთავი2-ს გვარამიათი ნა ვერტელე, ანდა ბოლოს და ბოლოს იმ ბუნჩულა ბაღანას, მიხუია უკრაინსკის; ბოლოს და ბოლოს დავუფასოთ ამდენ წლის ჩალიჩი და დავაჯინოთ ისევ პრეზიდენტის სკამეიკაზე, თუმც მაგი სკამეიკა ამდენ გაწევა-გამოწევაში ისე მოირყა და დაიშალა ცალი ფეხიღაა დარჩენილი... ეს, მიხუიასაც ცოდნია მაი სკამეიკის ამბავი და უთქვამს, არა უშავს გვარამიაა ნავარჯიშევი, იგი დაჯდება წაკუზული, მე კი გვარამიაზე დავჯდები, მტკივნეული რომ არ იყოსო!... აბააააააააააააააააააააააააააააა
5 წლის უკან
არმაზ ცინცაძე ან აზრზე არაა, თუ რა ხდება საფრანგეთში შეტაკებებისას, ან შეგნებულად მალავს..
5 წლის უკან
არმაზ და მეჩვენება, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობს
5 წლის უკან
თამაზი ბატონო სოსო, დაბერდი კაცო და სისულელებს ლაპარაკობ. რეზინის ტყვიები რომ გავაუქმოთ, მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი უნდა გამოვიყენოთ? კიდევ, ყველა გასროლილ ტყვიას დამიზნება უნდა, არა აქვს მნიშვნელობა ჰაიეში ისვრი, მიწაზე ა.შ.
5 წლის უკან