ეს იყო რეფორმა რომლის გატარება გარდაუვალი და აუცილებელი იყო

ეს იყო რეფორმა რომლის გატარება გარდაუვალი და აუცილებელი იყო

საინვესტიციო საბჭოს წევრებთან მესამე სექტორის შეხვედრას ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი დაესწრო. პაატა ბაირახტარი საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს და დღევანდელ შეხვედრაზე საუბრობს.

აფბას პრეზიდენტმა პასუხები მიიღო თანხების განკარგვასა და ინვესტირების საკითხებზე. ,,ადგილობრივ ბაზარზე თანხების განთავსება მოხდება ორი მიმართულებით: ერთი ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და მეორე კომერციული ბანკები. რეალურად თუ შევხედავთ და კანონმდებლობაში ჩავიხედებით, წერია რომ ისინი  უნდა განთავსდეს მაღალ ლიკვიდურ აქტივებში. სამწუხაროდ სწორედ ეს ორი მიმართულებაა მაღალ ლიკვიდური შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით დაახლოებით იგივე მოლოდინები გვქონდა."  - განმარტა პაატა ბაირახტარმა.