ადამიანი, რომელმაც გლდანის ახალი ციხე ააშენა და თავად ჩაჯდა ამ ციხეში. თურქი ბიზნესმენი ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ. ორჰან აქსუ, რომლის კომპანიამ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ახალი შენობები ააშენა, ზურა ადეიშვილისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს უჩივის. კომპანია აქსმშენის დირექტორი იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების მოსყიდვის ბრალდებით დააპატიმრეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ბიზნესმენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საკუთარი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.