ლევან ვეფხვაძე, ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე:
,,გარკვეული პერიოდის წინ მივიღე გადაწყვეტილება და დავრჩი სქემაში. მე მაქვს ჩემი ანგარიში, ეს თანხა გროვდება, აკუმულირებდა. მოგიწოდებთ ყველას ვინც 40 წელს ზემოთ ხართ, დარჩეთ, იმიტომ რომ ნდობის გარეშე ასეთი საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს."
ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მედიასთან კომენტარში აცხადებს, რომ დღეს მიეცა საინვესტიციო საბჭოს წევრების გაცნობის შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ საინვესტიციო საბჭო ინვესტირების პროცესთან დაკავშირებით მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ლევან ვეფხვაძემ ქართველი და უცხოელი წევრების მაღალ პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზეც გაამახვილა ყურადღება.