დიღმის მასივის პირველ კვარტალში მიწისქვეშა კომუნიკაციები ეწყობა

დიღმის მასივის პირველ კვარტალში მიწისქვეშა კომუნიკაციები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეათე კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ეწყობა წყალარინებისა და  წყლის სისტემა. მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაციაც განახორციელა, რომლის გაუმართაობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.

სამუშაოების განხორციელებისთვის, ჯამში, 60 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.