პირველი კურიოზი ახალ პარლამენტში- სხდომაზე კარი ჩაიკეტა (video)

პირველი კურიოზი ახალ პარლამენტში- სხდომაზე კარი ჩაიკეტა (video)

პირველი კურიოზული შემთხვევა ახლადარჩეულ პარლამენტში. უმრავლესობასა და უმცირესობას კარი ჩაეკეტა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დარბაზში მყოფი ოპონენტები 10 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდნენ და კარის გაღებას ერთად ცდილობდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომიტეტის სხდომაზე ნოდარ ხადური გამოდიოდა. მინისტრობის კანდიდატების გამო პარლამენტია დღეს მოვლენების ეპიცენტრშია. დილიდან ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მომავალ მთავრობას უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები უმცირესობაში გადასული ძველი უმრავლესობის მწვავე შეკითხვებს პასუხობენ. ბოლო კანდიდატები, რომელიც დეპუტატებს შეხვდნენ, ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების მომავალი მინისტრები არიან.