ჰელსინკის ჯგუფის მოთხოვნა(VIDEO)

ჰელსინკის ჯგუფის მოთხოვნა(VIDEO)

ჰელსინკის ჯგუფის წევრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ჰელსინკის ჯგუფის წევრებმა 185 პოლიტპატიმრის და 13 პოლიტიკური ნიშნით დევნილის სია პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანეს. მათი განცხადებით, პოლიტპატიმრების სიაში ის ადამიანები შედიან, რომლებიც შვიდი ნოემბრის , 26 მაისის, მუხროვანის ამბოხში და სხვა გახმაურებულ აქციებში მონაწილეობდნენ. მათივე განმარტებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს გამართვენ.