პარლამენტში მინისტრების კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს. დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. ხვალ კი მთავრობის წევრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში შეხვდებიან. უმცირესობის ფორმატში გამართულ ხვალინდელ მოსმენაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი. მასთან შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს. დღეს კი ხმაური იყო ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის მოსმენა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.