„პუტინის ჯინაზე ეწვიეთ საქართველოს“, - ასეთი მოწოდებით გამოდის „სი-ენ-ენი“ მოგზაურების, ღვინის მოყვარულების, დამსვენებლების, რომანტიკოსების, ისტორიკოსების, თავგადასავლების მაძიებელთა მიმართ.
ამერიკული მედიასაშუალების თანახმად, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი. ამავე გამოცემის ცნობით, კრემლის ლიდერს ეშინია, საპროტესტო მუხტი რუსეთშიც არ გავრცელდეს.
რას მოუტანს პუტინის მიერ რუსი ტურისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა საქართველოს?! ამის შესახებ For.ge-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექსპერტი გიორგი ქემერტელიძე ესაუბრა.
რამდენად ქმედუნარიანი იქნება „სი-ენ-ენი“-ს მოწოდება, ასევე, ქართველი ცნობილი ადამიანების, მომღერლების მიმართვა უცხოელებისადმი, ეწვიონ საქართველოს და არ ჩააგდონ ტურისტული სეზონი?!
- „სი-ენ-ენი“-ს მოწოდებას პოზიტიური გავლენა ექნება, რადგან ეს არ არის უბრალო საინფორმაცია საშუალება, იგი მასობრივი და გლობალური საშუალებაა, ამიტომ დიდ გავლენას მოახდენს ტურისტებზე. ზუსტ რაოდენობას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, თუ რამდენით იმატებს უცხოელ ტურისტთა ნაკადი, მაგრამ აგიტაცია გავლენას ნამდვილად მოახდენს. თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო და სოციალური ქსელებით აქტიურობას, ამ მხრივ ჯერჯერობით დადებით ძვრას ვერ ვხედავთ, თუმცა, ალბათ, ამას უფრო გრძელვადიანი ეფექტი ექნება. მოგეხსენებათ, ტურისტები მაინც წინასწარ გეგმავენ თავიანთ მოგზაურობას, საუბარია, როგორც ორგანიზებულ, ასევე, არაორგანიზებულ ტურისტებზე და უკვე თითქმის 90%-ს დაგეგმილი აქვს, როგორ გაატაროს ზაფხული. თუ ამ გეგმაში საქართველო არ შედის, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ვერ შეიცვლება და არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ პიარკამპანიით მოგვაწყდება ტურისტების დიდი რაოდენობა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, უკვე მომავალ წელსაც ეს კამპანია მნიშვნელოვნად აისახოს საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე და ტურისტების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
გარდა იმისა, რომ ბევრი ფულის ხარჯვა არ უყვართ, რით განსხვავდებიან რუსი ტურისტები სხვა ქვეყნის ვიზიტორებისგან?
- რუსებს ნამდვილად არ ჰქონიათ დიდი მოთხოვნა. ამან საკმაოდ გააუარესა საქართველოში სერვისის ხარისხი. თუკი სამომავლოდ ორიენტაციას გავაკეთებთ ევროპის, ამერიკის და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე, იქაურ ტურისტებს გაცილებით მაღალი მოთხოვნილება აქვთ. სხვათა შორის, ავსტრალიიდანაც ჩამოდიან ტურისტები, იაპონიიდანაც, სამხრეთ კორეიდანაც და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზრებია.
რუსი ტურისტები მცირეგადამხდელებად ითვლებიან, ისინი საქართველოში ცოტა თანხას ხარჯავენ. როგორია ამ თანხების შეფარდება რუს და ევროპელ ტურისტებს შორის?
- ნამდვილად ასეა, რუსები მცირე თანხას ხარჯავენ. რამდენსაც იხდის ერთი ესპანელი, ერთი ბრიტანელი და ერთი იტალიელი, იმდენს იხდის სამი რუსი ტურისტი, შეფარდება 1/3-ზეა. ტურიზმის ბევრ სპეციალიტს შესაძლოა, სხვა მოსაზრება აქვს, რომ აქცენტი გავაკეთოთ მასობრივ ტურიზმზე, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც მასობრივ ტურიზმზე უნდა გადავერთოთ და ასეთნაირად დავგეგმოთ ჩვენი ტურისტული სტრატეგია.
როცა მასობრიობაზეა საუბარი, რუსი ტურისტები შეიძლება უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსთვის სახიფათონი აღმოჩნდნენ და მეხუთე კოლონის ნაწილად ჩაითვალონ.
- რაღაც დონეზე შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ ჯერჯერობით სხვა გზა არ გვაქვს, იმდენად ვართ დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე, არა მარტო ტურიზმის მხრივ, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარი ჩვენთვის მაინც რუსული ბაზარია, გამომდინარე იქიდან, რომ ის მეზობელი ქვეყანაა და ამას ბიზნესი ითხოვს. შეიძლება, ეს ძალიან არც გვინდოდეს, მაგრამ ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ და სხვა ბაზრებზე გადასვლას დრო სჭირდება. სხვათა შორის, ახლაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია.
რაოდენობრივად საქართველოში ყველაზე მეტი რუსი ტურისტი შემოდიოდა, თუ იყვნენ უკრაინელებიც, პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების ვიზიტორებიც?
- სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ყველაზე მეტი ნამდვილად არ შემოდიოდა რუსი ტურისტი. ძირითადად ესენი იყვნენ არაორგანიზებული რუსი ტურისტები, რომლებიც არ სარგებლობდნენ ტურისტული კომპანიის მომსახურებით და თვითონვე გეგმავდნენ თავიანთ დასვენებას. ასევეა, სომხეთ-თურქეთ-აზერბაიჯანის სამეული, იქაურებიც არაორგანიზებულად შემოდიან საქართველოში. მათი ძირითადი მიზანი ახლობლებისა და ნათესავების მონახულებაა, მათი რაღაც ნაწილი ჩამოდის დასასვენებლად, ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. მთლიანობაში, თუ იმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რუსი ტურისტების რაოდენობა ნამდვილად ბევრია თუ ცოტა, ნამდვილად ბევრია, 1/4-ია, მილიონ 400 ათასია რუს ტურისტთა რაოდენობა. ყველა ქვეყანაში, ალბათ, ასეა, რომ ტურისტების პირველი ოთხეული მოდის სწორედ მეზობელ ქვეყნებზე.
ქართული მხარე აცნობიერებს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შეჩერება ჩვენს ქვეყანაზე დადებითად არ აისახება, მაგრამ რა დაკარგეს რუსებმა პუტინის აკრძალვით?
- რუსებმა რა დაკარგეს, ვერ გეტყვით, ამაზე რუსებმა უნდა გიპასუხონ, ალბათ, მათ დაკარგეს ნოსტალგიური მოგონებები საქართველოსთან მიმართებით. თუმცა რუსებმა თუ რამე დაკარგეს საქართველოში ჩამოუსვლელობით, ეს ნაკლებად სანერვიულოა ჩემთვის, შეიძლება ამას იმ კუთხითაც შევხედოთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. გრძელვადიან პერიოდში რუსულ ბაზარზე რომ არ ვიქნებით დამოკიდებულნი, ეს კარგი იქნება.
აფხაზები ცდილობენ ქართული ტურისტული ბაზრის ნიშის დაკავებას და აფხაზეთში ეპატიჟებიან რუსებს, მაგრამ რუსებმაც კარგად იციან, რომ ჩვენგან დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჩასვლა ხიფათს უკავშირდება.
- აფხაზეთის ბაზარი ჯერ არ აქვთ ათვისებული რუსებს. იქ ძირითადად ის ნაწილი ჩადის, ვინც ახლოს ცხოვრობს. ამას ემატება რუსების დევნა კონფლიქტურ რეგიონში.
ამ ეტაპზე რუსებს უკრაინელებით ვერ ჩავანაცვლებთ?
- არ არის ასე ადვილი. უკრაინელები რა რაოდენობითაც შემოდიოდნენ, ისევ იმ რაოდენობით შემოვლენ, შეიძლება ცოტათი გაიზარდოს მათი რიცხვი, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელების შემოსვლა დიდ ფინანსურ სარგებელს მოგვიტანს, რადგან უკრაინელები ისეთი მხარჯველუნარიანები არ არიან.
თუ არის დაჯამებული, ერთი რუსი ტურისტი რამდენს ხარჯავდა დღიურად საქართველოში?
- ეს ინფორმაცია არ მაქვს, არც მინახავს არსად მსგავსი ინფორმაცია.
ერთი ესპანელი, ერთი იტალიელი და ერთი ბრიტანელი - ჯამში სამია.
ეს ართი.
მეორე - ესპანელი და იტალიელი აქ ზღვაზე დასასვენებლად არ ჩამოვა არასდროს. მთელი ევროპა ესპანეთში დადის დასასვენებლად და რა უნდა შეემთხვათ ესპანელებს ისეთი, რომ აქ ჩამოვიდნენ ზღვაზე დასასვენებლად.
საქართველოში სერვისის ხარისხის გაუარესებაც რუსების ბრალი ყოფილა. ერთი შეკითხვა მაქვს - ეს რესპოდენტი რუსეთში არის ნამყოფი როდესმე? იცის იქ როგორი სერვისია? იცის, რომ იქაური სერვისი ბრიტანულს არ ჩამოუვარდება? მაშინ როგორ გააუარესა რუსმა სერვისი.
მაგრამ ვინ იტყვის დედაჩემი ბო-იაო?
მანანა ნოზაძე, სად პოულობ ხომლე ასეთ ბაბუინებს?