გავრილოვმა მისია შეასრულა. ქართული საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირა, სანამ რუსთაველზე საზოგადეობის ერთი ნაწილი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საინჟინრო სამუშაოები განაახლა. დაახლოებით ორი დღის წინ, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც ბილიკის გამაგრება დაიწყო.
ჩიჩხიტურის მიმართულებით გაყვანილია სამანქანო გზა, გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. წორედ ამ მხარეს გაამაგრა გზა აზერბაიჯანულმა მხარემ.
for.ge–სთან საუბრისას დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, გაჭრას საფეხმავლო ბილიკი, რომ უსაფთხოდ მივიდნენ ჩიჩხიტურამდე, რომელსაც თვლიან, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მამა კირიონ, რა მიმართულებით განაახლა საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანულმა მხარემ?
კირიონ ონიანი: დაახლოებით ერთი თვის წინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა გაიყვანა ჩიჩხიტურზე, იმას უნდა შეუერთონ საფეხმავლო ბილიკი, სწორედ ამას აკეთებენ ახლა. მეტი სამუშაოს ჩატარება არ შეეძლოთ, ბუნებრივი წინაღობა გაუჩნდათ – კლდის ქანი, ამიტომ გაჩერდნენ, მაშინ უნდა აეფეთქებინათ, სხვა გზა აღარ იყო. უნდათ, რომ გაჭრან საფეხმავლო ბილიკი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ მივიდნენ ჩიჩხიტურამდე, რომელსაც თვლიან, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ფაქტია, რომ ვითარება არის მძიმე, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება?
– ამ შემთხვევაში მთავრობა არის უპრინციპო. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხელისუფლება იქნება. ხელისუფლება, რომელიც ანებებს აზერბაიჯანის მხარეს ასეთი სახის საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას, ის ხელისუფლება არის უპრინციპო.
სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს, თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა, ეს შევხედრა არ შედგა, ისევე როგორც არ შედგა ექსპერტების მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლა. გამოსავალი რა არის? ვხედავთ, რომ აზერბრაიჯანული მხარე უკან არ იხევს...
– გამოსავალი არის პრინციპული მიდგომა. ეს საკითხი მოგვარებადია საქართველოს სახელმწიფოს რომ გააჩნდეს პრინციპული მიდგომა. აზერბაიჯანი უკან დაიხევს და ვერ გააგრძელებს საინჟინრო სამუშაოებს. ასევე, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები – იუნესკო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გაერო, რომლის წარმომადგენელი ვართ როგორც ჩვენ – საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ასევე არის ეუთო, რომელიც პირდაპირ მონიტორინგს ახორციელებს საზღვრებზე. ანუ, ჩვენი სახელმწიფო არ იყენებს იმ საერთაშორისო ბერკეტებს, რომლითაც შეიძლება აზერბაიჯანს შეუქმნა პრობლემა და გააჩერო. საუბარი არ არის პირდაპირ ომზე. ომამდე არის უამრავი საშუალება, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს და უნდა გამოიყენოს.
მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იყენებს ამ ბერკეტებს, ასეთ შემთხვევაში რა გზა გვრჩება?
– როცა სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტებს, ეს ორ რამეს ნიშნავს – ან ხდება ფარული გარიგება, ან სრულიად უგუნური და უპრინციპო ვითარებაა. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომლებიც შეგნებულად, ნებით აბარებდნენ აზერბაიჯანს ამ ტერიტორიებს, თან აგრესიულად აძლევდნენ, ანუ ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ აგრესიულები. ამ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკა აქვს, ესენი აგრესიული არ არიან, მაგრამ თავიანთი უპრინციპო, არაქმედითი, ჩუმი, მცოცავი პოლიტიკით აძლევენ დავით გარეჯს. ეს არის განსხვავება ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის.
„ნაციონალები“ აგრესიულები იყვნენ, არავის არ ინდობდნენ, გაანადგურებდნენ ყველას, ვინც მათ ამ სურვილში გზაზე გადაეღობებოდა, ესენი აგრესიულები არ არიან, მაგრამ თავიანთი უპრინციპობით აკეთებენ იმას, რომ სახელმწიფოს ისტორიაში ჩაიწერება – დაიკარგა დავით გაერჯის მონასტერი. შემდეგ უკვე, როგორ დაიკარგა აგრესიული, თუ არააგრესიული გზით, ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს კიტოვანი იყო სარდალი, თუ იოსელიანი, მივიღეთ ტრაგედია.
აი ესეა , ესე=...........თან კიდევ სალომეს აბრალებენ, მაგან ააყირავა ეს საქმეო
ეხლა ის მაინც გავიგეთ და ვიცით რომ ,,მეგობრები,, გარეჯს გვახევენ,....ადრე ეგეც არ ვიცოდით
ესენიც მიშასვით ნევიჟუს გაააკეთებდნენ და მერე კახელისა არ იყოს იტყოდნენ ......ვინ შეყოვო.......