მიმდინარე წელს ცნობილ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი უსრულდება.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრები ოთხ კონცერტს ჩაატარებენ.
ეს ღონისძიებები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 2013 წელს ჯგუფი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.
ცნობილი გახდა, რომ მიკ ჯაგერის გარდა, საგასტროლო ტურნეში მონაწილეობას რონი ვუდი, კიტ რიჩარდსი, ჩარლი უოტსი და ბილ უაიმენი მიიღებენ.