რამდენიმე დღის წინ აშშ-ში მომქმედმა ორგანიზაციამ „Broadcast Music. Inc” ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, სერ პოლ მაკარტნი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ცნობილი გახდა, რომ თავის დროზე მაკარტნის მონაწილეობით ჩაწერილი კომპოზიცია „Live and Let Die” დღემდე აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ზემოთდასახელებულმა ორგანიზაციამ ორი დღის წინ სერ პოლ მაკარტნის განსაკუთრებული ჯილდო გადასცა.
საინტერესოა, რომ „Broadcast Music. Inc”- მა მაკარტნი მეორედ დაასაჩუქრა.
1988 წელს ორგანიზაციამ ბრიტანელ მუსიკოსს სპეციალური პრიზი გადასცა, როგორც პოპულარული კომპოზიცია“Yesterday”- ის ერთ-ერთ ავტორს.