ცნობილი ფეხბურთელი დევით ბექჰემი 7 წლის ქალიშვილთან, ჰარპერთან ერთად თამაშზე დასწრების დროს დააფიქსირეს. ვარსკლავი ამჯერადაც არ მოერიდა ხალხის რეაქციას და ყველას თვალწინ ქალიშვილს ჩაეხუტა და აკოცა.
დევიდს ხშირად ჰარპერის მიმართ გამოხატული გადაჭარბებული სიყვარულის გამო აკრიტიკებენ. საზოგადოების აზრით, მამა პატარა გოგონას ტუჩებში არ უნდა კოცნიდეს, რადგან ეს მიუღებელია.
თაყვანისცემლებს ბექჰემის ეს საქციელი ამჯერადაც არ მოეწონათ. ამ საკითხზე ცნობილმა ფეხბურთელმა უკვე გააკეთა კომენტარი. დევიდი ამბობს, რომ ის ყველა შვილს ტუჩებში კოცნის და ამით მათ მიმართ სიყვარულს გამოხატავს.