„არსენალის“ ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება, რადგან სხვა კლუბებს მისი ყიდვა არ აინტერესებთ - წერს Daily Mail. „მეთოფეები“ იმედოვნებდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, თურქული წარმოშობის გერმანელს გაყიდდნენ და ამით სახელფასო ფონდს გვარიან შეღავათს გაუწევდნენ, რადგან იოზილი კვირაში 350 ათას გირვანქას გამოიმუშავებს.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ „არსენალს“ იოზილის თაობაზე არცერთი მოთხოვნა ან შეტყობინება მიუღია სხვა კლუბებისგან. მის კონტრაქტს კი ვადა 2021 წელს ეწურება.
პრემიერლიგის გასულ სეზონში იოზილმა 24 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. მას ექსპერტ-სპეციალისტები ხშირად აკრიტიკებდნენ - ბოლომდე არ იხარჯებაო. თუმცა თავად იოზილი ამბობს, რომ ბედნიერია „არსენალში“ და კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს დარჩენას.
ამ ფოტოზე კი იოზილი „არსენალის“ ახალი ფორმითაა გამოსახული.