"ვალენსიას" მეკარე კარიერას „ბარსელონაში“ განაგრძობს. ნორბერტო მურარა ნეტოს ტრანსფერი შედგა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ტრანსფერის ღირებულებამ 26 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ბონუსებით 35 მილიონამდე გაიზრდება.
ნეტოს სხვადასხვა დროს "ატლეტიკო პარანაენსეს", "ფიორენტინას" და "იუვენტუსის" რიგებში უთამაშია.
26 ივნისს კი "ბარსელონას" ჰოლანდიელი კიპერი იასპერ სილესენი "ვალენსიას" წევრი გახდა.