ოზი ოზბორნმა დონალდ ტრამპს პოლიტიკური კამპანიისთვის საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ბრიტანელი მუსიკოსის ცოლი შერონ ოზბორნი Instagram-ის გვერდზე წერს.
"ჩვენ ვაფრთხილებთ ტრამპს, არ გამოიყენოს ოზი ოზბორნის მუსიკა პოლიტიკური რეკლამისთვის. იქნებ მან დახმარებისთვის თავის მეგობარ მუსიკოსებს, კანიე უესტს, კიდ როკს ან ტედ ნიუჯენტს მიმართოს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ტრამპმა Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დემოკრატთა დებატები ოზი ოზბორნის სიმღერა Crazy Train-ით არის გადაფარული.