ქუთაისის "ტორპედო" ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - იმერული კლუბიდან ამჯერად გიორგი ქიმაძე წავიდა.
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს. იმედია, ერთ დღეს "ტორპედო" ისევ ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო!" - ციტირებს ქიმაძის სიტყვებს ქუთაისელთა Fაცებოოკ-გვერდი.
27 წლის ფეხბურთელი რიგით მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროთასების წინ კახა ჩხეტიანის გუნდი დატოვა.
აქამდე კლუბიდან მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, რიჩარდ ლუკა, მერაბ გიგაური, ლევან გეგეჭკორი, ამბროსი ჩაჩუა და ნოდარ ქავთარაძე წავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქიმაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.