ბუნდესლიგაში ფეხბურთელებს თავის ტვინის შემოწმება ჩაუტარდება

ბუნდესლიგაში ფეხბურთელებს თავის ტვინის შემოწმება ჩაუტარდება

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ხელმძღვანელებმა კიდევ ერთ ნოვაციას მიმართეს. ამის შესახებ DW წერს.

ახალი სეზონიდან პირველ და მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს სამედიცინო ექსპერტების მიერ თავის ტვინის შემოწმება ჩაუტარდებათ, რაც თავის ტვინის ტრავმების პრევენციას ემსახურება.

სკანირება ყველასთვის სავალდებულო იქნება და პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა არავის შეეძლება.

2017 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოკრივეებისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეების შემდეგ, პროფესიონალი ფეხბურთელები თავის ტვინის დაზიანების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.