ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის მატის დე ლიხტის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა თითქმის გადაწყდა. Catalunya Radio-ს ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
დე ლიხტისთვის ბრძოლას „პარი სენ ჟერმენი“ უკვე გამოეთიშა, ხოლო „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ შორის ტურინელთა უპირატესობა აშკარაა.
„პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დე ლიხტი მომდევნო სეზონიდან „იუვენტუსში“ ითამაშებს. „ბარსელონაში“ მისი ტრანსფერის შესაძლებლობა მხოლოდ 5%-ია“, - წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, „იუვე“ „აიაქსს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თავად ფეხბურთელს ხელფასის სახით 12-15 მილიონ ევროს დაუნიშნავს.