ბრედლი კუპერს ყოფილმა მეუღლემ „სიმპათიური მანიპულატორი“ უწოდა

ბრედლი კუპერს ყოფილმა მეუღლემ „სიმპათიური მანიპულატორი“ უწოდა

44 წლის ბრედლი კუპერმა შეძლო 33 წლის ირინა შეიკთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება დაშორების შემდეგაც. მის ყოფილ მეუღლეს - ჯენიფერ ესპოზიტოს კი არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს ბრედლისთან, რაზეც თავის მემუარებში საუბრობს. ის მსახიობსა და რეჟისორს მანიპულატორს უწოდებს.

წიგნში ჯენიფერმა სახელით არ მოიხსენია თავისი მეგობარი მამაკაცი და ეს საჭიროც არ იყო, იმიტომ, რომ იმ პერიოდში, რომელზეც წიგნში საუბრობს, ყველამ იცოდა, რომ შეყვარებული იყო თავის მეუღლეზე - ბრედლიზე.

ის იყო „მხიარული, ეშმაკი, თავდაჯერებული, მამაკაცური და სიმპათიური მანიპულატორი“ - ამ სიტყვების ციტირებას ახდენს ესპოზიტო „Mirror“-თან საუბრისას.

ჯენიფერის სიტყვებით, მსახიობს ბოროტი და ყალბი მხარეც გააჩნია. რაც მთავარია, არასდროს იცი, როდის გამოავლენს მას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრედლის ხასიათი ძალიან მყისიერად ეცვლება.

როცა ესპოზიტომ და კუპერმა შეხვედრები დაიწყეს, ჯენიფერი საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა, გაჰყოლოდა თუ არა ცოლად ბრედლის. თუმცა სიყვარულმა გაიმარჯვა და 2006 წლის დეკემბერში მათი ურთიერთობა იურიდიულად გაფორმდა. ქორწინებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჯენიფერი თავს მარტოსულად და მოწყენილად გრძნობდა, შედეგად კი, 2007 წლის მაისში ბრედლიმ ის მიატოვა.

„ეს ძალიან სწრაფად და ხისტად გადაწყვიტა, სწორედ იმ თვისების გამოვლენით, რომელსაც მოველოდებოდი მისგან“ - იხსენებს ჯენიფერი.

ესპოზიტოს შემდეგ კუპერმა კიდევ რამდენიმე ხანმოკლე რომანი გააბა. მისი ურთიერთობა მოდელ ირინა შეიკთან საკმაოდ მყარი ჩანდა. შეყვარებულმა წყვილმა ერთად იცხოვრა 4 წლის განმავლობაში. მათ შეეძინათ ქალიშვილი - ლეა, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე ირინამ ბრედლისთან დაშორებაზე გადაწყვეტილება მიიღო.