„ლივერპულის“ სენეგალელმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო წლებში მომძლავრებულმა პოპულარობამ მასზე ვერ იმოქმედა.
„ყველაფერი ეს, ფული, ყურადღება, მედიის დაჟინება - ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს. ცხადია, ამ წრის ადამიანი ვარ, მაგრამ ასეთ რაღაცეებს ეჭვის თვალით ვუცქერ. ვცდილობ, სხვა ცხოვრებით ვიცხოვრო. არ ვარ გაწევრიანებული სოციალურ ქსელებში. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მშობლიურ სოფელში, რათა რეალობას არ მოვწყდე.
თავმდაბალი ადამიანი ვარ. ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელობა და არა ვარსკვლავობა. მერწმუნეთ, არ გატყუებთ. ყველა მიყვარს და არ ვაქცევ ყურადღებას იმ საგიჟეთს, რაც ჩემს გარშემო ხდება.
ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც PlayStation-ის თამაში არ იცის. არასდროს მისინჯია. არ მაინტერესებს. ჯოისტიკის ხმარებაც კი არ ვიცი. არადა, ჩემი პარტნიორები გადარეულები არიან ამ თამაშზე. უთხრა მანემ France Football-ს.