2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალია უმასპინძლებს

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალია უმასპინძლებს

იტალიის ქალაქები მილანი კორტინა დ’ამპეცოსთან ერთად 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გასამართ ადგილებად დაასახელეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამარჯვებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა დაასახელა. გადაწყვეტილებას ოლიმპიური კომიტეტის კენჭისყრის 134-ე სესიაზე შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უყარეს კენჭი.

2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების კანდიდატი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი იყო.

2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონჩანგში ჩატარდა. 2022 წელს ის პეკინში გაიმართება.